ფოთში ზღვამ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყაფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.