„შენზე მოგონებით ვარსებობ მამი… ყველამ ზურგი გაქცია, შენმა ძმაკაცებმაც კი… არავის უნდა სიმართლის დადგენა…“ – ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი

„შენზე მოგონებით ვარსებობ მამი... ყველამ ზურგი გაქცია, შენმა ძმაკაცებმაც კი... არავის უნდა სიმართლის დადგენა...“ - ზაზა სარალიძის ემოციური პოსტიხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ფეისბუქის გვერდზე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„მეცხრე თვე იწურება მას შემდეგ,რაც სადისტების მსხვერპლი გახდი მამი.

მთელი ეგრეთწოდებული ხელისუფლება ცდილობს შენი მკვლელების ხელის დაფარებას. იმის მაგიერ რომ პასუხისგებაში აძლევდნენ შენს მკვლელებს და მათი ხელის დამფარებლებს, პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ.

ყველამ ზურგი გაქცია მამი, შენმა ძმაკაცებმაც კი.

არავის არ უნდა სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა. მათი დასჯა კი არა და აქეთ მებრძვიან და ტერორისტობაში დამდეს ბრალი.

მაგრამ ის ვერ გაიგეს, რომ მე მათი არ მეშინია და შენი სულის სიწმინდის გულისთვის თავს შევაკლავ და მაინც არ დავუთმობ არავის მამი. თუნდაც მთელი ქვეყანა წინ გადამიდგეს მამი შენს სიმართლეს მაინც მივაღწევ.

ძალიან მენატრები და მაკლიხარ მამი, სადაც დავდივარ ყველგან შენ გხედავ და მხოლოდ და მხოლოდ შენზე მოგონებებით ვარსებობ.

იმედია დიდხანს არ მომიწევს შენთან შეხვედრის ლოდინი მამი.“ – წერს ზაზა სარალიძე.

ნიუპოსტი