ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი გაჩნდა

ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი გაჩნდაოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი შენობის ორ ნაწილს შორის, გასასვლელში გაჩნდა.

ცეცხლი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის  ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.