წვიმა, სეტყვა, ღვარცოფი – დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება

წვიმა, სეტყვა, ღვარცოფი - დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.