ხაშურში პატრულმა ქალი გაიტანა – ვიდეო

ხაშურში პატრულმა ქალი გაიტანა - ვიდეოხაშურში მოქალაქეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

ამის შესახებ “ნიუპოსტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქვეითად მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. ქვეითი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია.

რამდენიმე საათში მან საავადმყოფო დატოვა.

https://www.facebook.com/100008181279095/videos/2174391209510234/