ხულოში 31 წლის ქალს 50 წლის მამაკაცმა 14 ჭრილობა მიაყენა

ხულოში 31 წლის ქალს 50 წლის მამაკაცმა 14 ჭრილობა მიაყენახულოში, სოფელ ალმეში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული.

მისი მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზად კი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი სახელდება, რის გამოც აბულაძეებმა პოლიციას მიმართეს.

რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა და მას 14 ჭრილობა მიაყენა.

დამნაშავე განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2