20 და 25 წლის ძმები მტკვარმა გაიტაცა

20 და 25 წლის ძმები მტკვარმა გაიტაცამაშველები მტკვარში 20 და 25 წლის ძმებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს.
უშედეგოდ დასრულდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.

“მივედი იქ და მაშველებით იყო სავსე ის ტერიტორია, ეძებდნენ პატარა მონაკვეთში,”-აცხადებს დაკარგული ძმების მამა, ედუარდ შატვაროვი.

მაშველების მუშაობას უარყოფითად აფასებს დაკარგული ძმების ოჯახის ახლობელიც.

“თავიდან რომ ჩავიდნენ, მაშინ არ იყო ძლიერ ნაკადი და მერე უკვე წყალმა გადააგდო ნაკადთან და მერე იქიდან გაიყოლა წყალმა. 20 მაშველი იყო იქ, 2 მაშველი მარტო წყალში იყო, 15 მაშველი ზევიდან იყო და უყურებდნენ. 5 საათი ერთი და იგივე ნაპირზე დადიოდნენ, როცა სხვაგან უნდა მოეძებნათ,”-აცხადებს შატვაროვების ოჯახის ახლობელი, თამუნა თანდილაშვილი.

ნიუპოსტი