2015-2018 წლებში, სახელმწიფოს ნებართვით, 12.332.360 კუბური მეტრი ტყე გაჩეხეს

2015-2018 წლებში, სახელმწიფოს ნებართვით, 12.332.360 კუბური მეტრი ტყე გაჩეხესენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ  ბიზენსკომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში  (2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით)  3.405.640 ლარი გადაიხადეს. ხის მერქნის მოჭრაზე  ტყის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიას 63 კომპანია ფლობს.  2015 -2018 წლებში  კომპანებმა  12 .332.360 კუბური მეტრი ხის მერქანი მოჭრეს.

თუ რა რაოდენობის მწვანე საფარი გაანადურეს ბიზნესკომპანიებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების  და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით,  აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტმა“ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოითხოვა.

„კომერსანტის“ მიერ მოპოვებულმა და გადამუშავებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ 63 ლიცენზიანტიდან  ყველაზე მეტი ხის მერქანი 8  კომპანიამ მოჭრა.

ყველაზე მეტი  თანხა ხის მერქნის მოჭრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში  სს საქართველოსსახელმწიფო ელექტროსისტემამ გადაიხადა. კომპანიის მიერ მოჭრილმა ხის მერქნის მოცულობამ  – 3 313 140 კუბური მეტრი შეადგინა.  გადახდილმა თანხამ კი  1 372 696  ლარი.

ხის მერქნის ჭრის სტატისტიკაში მეორეა  შპს კავკასიის სამთო ჯგუფი. კომპანიამ  –  3 645 540  კუბური მეტრი  მერქანი მოჭრა და ბიუჯეტში 964 105  ლარი გადაიხადა.

ამ სტატისტიკაში მესამეა   სს სვანეთი ჰიდრო –  კომპანიამ  1.146.78 კუბური მეტრი ხის მერქანი  მოჭრა და ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ – 391,422.33 ლარი შეადგინა.

მეოთხეა  შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია- მოჭრილი ხის მერქანის მოცულობან   – 1.260.40  კუბური მეტრი, ხოლო გადახდილი თანხა  196,919 ლარია.

მეხუთეა  შპს ენერგო ინვესტი- რომელმაც  255.74  კუბური მეტრი მერქანი მოჭრა და ბიუჯეტში 74,673 ლარი გადაიხადა.

დანარჩენ სამ ადგილს შპს RMG Gold -ი, შპს ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი და  სს ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი ინაწილებენ.

ეკონომისტი