21 წლის ალეკო ჯაჭვლიანი 20 წლის გოგომ მოკლა – ტრაგედია გურამიშვილის გამზირზე

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გურამიშვილის გამზირზე ალეკო ჯაჭვლიანს, სავარაუდოდ სწარაფად მომავალი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა.დაშავებული ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

“ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამარჯობის და მოკითხვის გარეშე გვერდს არ გამივლიდა, კარგი ადამიანი ვიღაც დაუდევარი დამნაშავის გამო ცოცხალი აღარაა! ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. საჭესთან 20 წლის გოგო იჯდა. – ნუ არ ვიცი საშინლად უარყოფითი დღეა!” – წერს “ექსპრესნიუსის”რედაქტორი, ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულის 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018