31 წლის მამაკაცმა ზემო ალვანში თავი მოიკლა

31 წლის მამაკაცმა ზემო ალვანში თავი მოიკლაახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
„წლების განმავლობაში „ლიბერთი ბანკში“ მუშაობდა. ბოლოს სამსახურიდან წამოვიდა. დედა საზღვარგარეთაა სამუშაოდ. აქ მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა“, – უთხრა „რეგინფოს“ ზემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ზურაბ ყიზილაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეგინფო