41 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის მეგობარმა კაცმა მოკლა – ვარკეთილის მკვლელობის ახალი დეტალები

41 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის მეგობარმა კაცმა მოკლა - ვარკეთილის მკვლელობის ახალი დეტალებივარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლის მეგობარმა კაცმა ესროლა.

მკვლელობა სადარბაზოში ლიფტთან მოხდა.

თავდამსხმელმა იარაღით 48 წლის კაციც დაჭრა. დაზარალებული, სავარაუდოდ, სადარბაზოში სისხლიან გარჩევას შეესწრო. გულ-მკერდში დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროის მონაცემებით, მკვლელობის ფაქტს, დაჭრილი კაცის გარდა, სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოახერხა. ამჟამად მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმედინიუსი