80 ქულიანი დევი ონიანი – აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში ყველას აჯობა

80 ქულიანი დევი ონიანი - აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში ყველას აჯობა2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. EDU.ARIS.GE–მ ზოგადი უნარების ნამდვილი „დევი“ იპოვა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს.

როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა,ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის უყვარდა.

„თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ტესტი 73 ქულა ავიღე და ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა ბევრი მომზადება. ბოლო რამდენიმე თვე დავდიოდი, რომ რაც პრობლემები მქონდა ეგენი აღმომეფხვრა. მათემატიკა გამომდის. ზოგადი უნარების შედეგები რომ დაიდო, რაც გადავამოწმე ყველაფერი სწორი მქონდა. ვფიქრობდი და ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლება გადაწერაში მქონოდა შეცდომა და რომ დაიდო უკვე პასუხები, საიტით ვნახე. კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო ამ შედეგით“