„აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური 14 თვიანი კომიდან გამოვიდა

„აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური 14 თვიანი კომიდან გამოვიდაჰოლანდიური „აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. ის უკვე ახლობლებს ცნობს და მათ მარტივი ჟესტებით „ესაუბრება“. 21 წლის ფეხბურთელი ჯერ დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს.

ნურიმ 2017 წლის ივნისში გერმანულ გუნდთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ტვინის პრობლემები დაუდგინეს. ექიმებმა მაშინ თქვეს, რომ ფეხბურთელის თავის ტვინის ფუნქციის აღდგენის შანსი ნულის ტოლია.

ნური „აიაქსის“ პერსპექტიული ფეხბურთელი იყო.

იმედინიუსი