ალეგრი: ”რონალდო გაბრაზებულია”

ალეგრი: ”რონალდო გაბრაზებულია”იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდო გაბრაზებულია იმის გამო, რომ მან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვერ მოიპოვა და ეს პრიზი მოდრიჩს ხვდა წილად:
”რონალდო თვლის რომ ის ამ ჯილდოს იმსახურებდა, ამიტომ ის ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ იუვენტუსისთვის ეს კარგია, რადგან რონალდო უფრო აქტიურად ვარჯიშობს რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი ძალა”–განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.