აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდააშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინტერპრესნიუსი