ბახმაროში დამსვენებლებმა პოლიციელი ცემეს – 4 პირი დააკავეს

ბახმაროში დამსვენებლებმა პოლიციელი ცემეს - 4 პირი დააკავესბახმაროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელი სცემეს.

“გურიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

კურორტზე, ერთ-ერთ უბანზე მყოფი დამსვენებლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი სუფრასთან მყოფ ახალგაზრდებს შორის დაიწყო. სხვა დამსვენებლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისული სამართალდამცველებიდან კი ერთერთი ჩხუბში მონაწილეებმა სცემეს.

ჩხუბის მონაწილე 4 პირია დაკავებული.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გამოჩენილ წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას გულისხმობს და რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.