“ბათუმში შერატონს მეხი დაეცა და ლიფტი გაითიშა” – რა გადახდა სტეფანე მღებრიშვილს

"ბათუმში შერატონს მეხი დაეცა და ლიფტი გაითიშა" - რა გადახდა სტეფანე მღებრიშვილსბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა  – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რომლის დროსაც თქვა:

“დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს  დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”.

“ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ მიმართა. როგორც სასტუმრო “შერატონის” მარკეტინგის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“არაფერ შუაში არ არის მეხი და ჭექა-ქუხილი, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ სათადარიგო ლიფტებიც არ იმუშავებდნენ. რაღაც დროის განმავლობაში ნამდვილად სათადარიგო ლიფტებს იყენებდნენ ჩვენი სტუმრები. სათადარიგო ლიფტებში ვგულისხმობ თანამშრომლების ლიფტებს. საქმე იმაშია, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივ დაგეგმილი ლიფტების მომსახურება, ვთანამშრომლობთ კომპანია “მიცუბიშთან”, რომელიც პერიოდულად მოდის და ატარებს ლიფტების შემოწმებას,” – უთხრა “ბათუმელებს” სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მეხის დაცემის შესახებ ჭორზე აგებული ისტორია გავრცელდა.

“სავარაუდოდ ეს იყო, უბრალოდ, დამთხვევა”, – ამბობენ „შერატონში“.

გუშინ დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმდა. დილით იყო ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

ბათუმელები