ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა

ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა25 აგვისტოს, ღამით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის  კლინიკა “მედცენტრში”, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ამავე საავადმყოფოში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულს მუცლის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.