ბელიაშვილზე მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა

ბელიაშვილზე მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლათბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.