ბოტანიკურ ბაღში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

ბოტანიკურ ბაღში 35 წლის მამაკაცი მოკლესთბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, განიხილება სხვა ვერსიებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.