დიდი აფეთქება იტალიაში – დაიღუპა 1, დაშავდა 55 ადამიანი

დიდი აფეთქება იტალიაში - დაიღუპა 1, დაშავდა 55 ადამიანიიტალიის ქალაქ ბოლონიაში, აეროპორტის მახლობლად,  მასშტაბური აფეთქება მოხდა.

ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყოლილი საწვავით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რამაც ესტაკადის ჩანგრევა და ხანძრის სხვა მანქანებზე გავრცელება გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 55 კი დაშავდა, 14 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, გადაკეტილია მოძრაობა ორივე მიმართულებითაც, თუმცა, აფეთქებას ბოლონიის აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.