გაუპატიურება თუ ხუმრობა გორში – რატომ გამოიტანა გოგოს ოჯახმა საჩივარი

გაუპატიურება თუ ხუმრობა გორში - რატომ გამოიტანა გოგოს ოჯახმა საჩივარიგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 20 წლის ახალგაზრდამ 16 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 137-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვე პუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს, გაუპატიურებას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 10 დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით ამ ფაქტის შესახებ „ნიუპოსტის“ კორესპოდენტმა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო. როგორც ირკვევა, 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც 16 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა, ინციდენტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. როგორც დაზარალებული გოგონას ახლობელი „ნიუპოსტს“ უყვება, შემთხვევა 4 დღის წინ, არასრულწლოვანის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქიწნისში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა, გოგონას პირზე ხელი ააფარა და მის გაუპატიურებას ცდილობდა. არასრულწლოვანმა მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო და საშველად დედას დაუძახა. ქალმა კი პოლიციას მიმართა.

როგორც ირკვევა, მოძალადე და მსხვერპლი მეზობლები არიან. მამაკაცი დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ, რადგან საბოლოო ჯამში გოგონას მშობლებმა სარჩელი გამოიტანეს. თავად ბიჭის პოზიციაა, რომ ის მეზობელს ამ გზით გაეხუმრა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 137-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვე პუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს, გაუპატიურებას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 10 დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.