გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა - ტრაგედიის ახალი დეტალებიიტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.
აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.
იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, ის აკვირდება სიტუაციას.
ინციდენტის ადგილზე იტალიის ტრანსპორტის მინისტრი იმყოფება, რომლის განცხადებითაც, მომხდარი „საზარელი ტრაგედიაა“.

ინტერპრესნიუსი