გოგონა, რომელიც 23 წლის ირანელმა გააუპატიურა, თბილისიდანაა – რა მოხდა ანაკლიის საოჯახო სასტუმროში

გოგონა, რომელიც 23 წლის ირანელმა გააუპატიურა, თბილისიდანაა - რა მოხდა ანაკლიის საოჯახო სასტუმროშიანაკლიაში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს. შემთხვევა მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ხმაური ერთ-ერთი ნომრიდან შემოესმათ, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. ხმაურის შემდეგ ირანის მოქალაქემ მისი ოთახი დატოვა.

გაუპატიურებული ქალი თბილისიდანაა. ის ფესტივალზე მეგობრებთან და დეიდაშვილთან ერთად იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას. ანაკლიის პოლიციაში რამდენიმე ადამიანი 27 აგვისტოსვე დაკითხეს.

გოგონა, რომელიც 23 წლის ირანელმა გააუპატიურა, თბილისიდანაა - რა მოხდა ანაკლიის საოჯახო სასტუმროშიდღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ბათუმის აეროპორტში დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, მან 27 აგვისტოს სოფელ ანაკლიაში სექსუალური კავშირი თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ახალგაზრდა გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

რუსთავი 2