იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებულიიტალიაში ცნობილი მაფიოზი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ დააკავეს. ლაპარაკია, ლუიგი აბრუცეზესე, რომელიც 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასანო ალო იონიოში ჩატარდა. დაკავების მომენტში, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს, იარაღი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა.

ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის ორგანიზების ბრალდებით, მას დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.