“იცით, სინამდვილეში, შენ გამო რომ ჩამოიხრჩო თავი? და ჩემ გამო?” – რას წერს კახა ძერია

"იცით, სინამდვილეში, შენ გამო რომ ჩამოიხრჩო თავი? და ჩემ გამო?" - რას წერს კახა ძერიაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ვინ არის დამნაშავე 16 წლის ნატა ბოლქვაძის თვითმკვლელობაში? – ყველაზე აქტუალურ კითხვაზე ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი პასუხად შემდეგს წერს:

“16 წლის ნატა, რომელმაც 1 კვირის წინ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი გეცოდინებათ, მაგრამ უმეტესობა თქვენგანი ალბათ თვლით, რომ ნატამ თავი იმ მანიაკი ბიჭის გამო ჩამოიხრჩო.

იცით სინამდვილეში, შენ გამო რომ ჩამოიხრჩო თავი? და ჩემ გამო? ჩვენ შევუქმენით ნატას ასეთი გარემო, დაუცველი, გავრიყეთ წინასწარ, დანაშაულის გრძნობა ავკიდეთ წინასწარ. იმ ბიჭის კი არ ეშინოდა ნატას, ჩვენი აზრების ეშინოდა, რომელიც მაგის მშობლებამდე მივიდოდა, იცი ეგ? რა, აქამდე არ გითქვამს ვინმესთვის უსირცხვილოო? მშობლებს თავი მოჭრაო? რამდენჯერაც ეგ გითქვამს, იმდენჯერ რომ ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებ მაგას ხვდები? ახლა ხო გეცოდება? ახლა ჰო წყევლი იმ მანიაკ ბიჭს, მაგრამ თავი რომ არ მოეკლა ამ გოგოს და ისე გასაჯაროვებულიყო ის ფოტოები, მაშინ რას იტყოდი, მაგაზე იფიქრე?

შენს ახლობელსაც შეიძლება ესეთი რამე დაემართოს იცი? შენს შვილსაც შეიძლება ვინმე მოეწონოს, იმდენადაც კი, რომ ფოტოები გაუგზავნოს და მაგაში სასირცხვილო არაფერია იცი? მითუმეტეს იმდენად მაინც, რომ თავი მოიკლას ადამიანმა. ის ბიჭი ფოტოებით და ვიდეოებით კი არ აშანტაჟებდა, შენი აზრებით და რეპლიკებით აშანტაჟებდა, მაგას ხვდები?

ჩვენს ქვეყანაში როგორ უჭირთ გოგოებს, აცნობიერებ? ღირდა შენი ფიქრების გამო ესეთი დასასრული? რატომ ქმნი ასეთ დაუცველ გარემოს ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ჭირდებათ დაცვა?

იცი რამდენს ჭირდება ნატასნაირად დახმარება? ნატას ვეღარ მოვაბრუნებთ, ჰოდა დროა სხვებზე მაინც დაფიქრდე” – წერს კახა ძერია.

ნიუპოსტი