“ჯინსი მოდიდან გადადის”, – LEE-ის და WRANGLER-ის მფლობელი სტრატეგიული გადაწყობისთვის ემზადება

"ჯინსი მოდიდან გადადის", - LEE-ის და WRANGLER-ის მფლობელი სტრატეგიული გადაწყობისთვის ემზადებაბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ში ჯინსის გაყიდვები სულ უფრო მცირდება. მეტიც, VF კორპორაცია, რომელიც Lee-ისა და Wrangler-ის ბრენდებს ფლობს, ამ მიმართულებით ბიზნესიდან გასვლას განიხილავს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

თუკი 2013 წელს ამერიკელებმა 18.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ჯინსის ტანსაცმელი შეიძინეს, 2017 წელს – გაყიდვებმა მხოლოდ 16.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. VF კორპორაცია მომავალში ისეთი ბრენდების განვითარებას გეგმავს, როგორიცაა Vans-ები, North Face jackets-ები და Timberland boots-ები.