ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლესდღეს დილით 39 წლის მამაკაცი ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში  გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით, ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს.

ჯიქიას ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე არ საუბრობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი ზვიად ფხაკაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

„გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა არის ზედამხედველი კანონით გათვალისწინებული პროცესუალური მოქმედებებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ,“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები იმ კომპანიის თანამშრომლებს კითხავენ, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს და როგორც სამინისტროში განმარტავენ, არ არის გამორიცხული, რომ საქმის შესწავლის პროცესში მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირებაც.

რუსთავი 2