კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა

კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაიღუპაგორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ახლობლები ამბობენ, რომ ავარია გზის ორმოულმა გამოიწვია, რომელიც დიდი ხანია არხის სიახლოვეს  მოასფალტების მიზნით გაამზადეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.