კევინ დე ბრუინე 3 თვე იუქმებს

კევინ დე ბრუინე 3 თვე იუქმებსმანჩესტერ სიტის ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის სამი თვე იუქმებს. კევინს მსგავსი ტრავმა ადრეც ჰქონდა, მაშინ მან ორი თვე გამოტოვა.
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ დე ბრუინეს არყოფნა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
. შარშანდელ სეზონში კევინმა ბევრი ლამაზი გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. დე ბრუინე მოედანს სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება.