კლინტ დემპსიმ კარიერა დაასრულა

კლინტ დემპსიმ კარიერა დაასრულა35 წლის ამერიკელმა ფეხბურთელმა კლინყ დემპსიმ კარიერა დაასრულა. დემპსი ამერიკული ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი იყო და თავის დროზე ის ევროპაშიც თამაშობდა, სადაც ფულჰემის და ტოტენჰემის ღირსებას იცავდა. დემპსიმ თავის ინსტაგრამზე დაწერა რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახის გამო მიიღო:
”დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი რომ ეხლა საუკეთესო დრო იყო წასვლისთვის. მინდა ოჯახს მეტი დრო დავუთმო. ყველას მადლობას ვუხდი ვინც ჩემი კარიერის განმავლობაში გვერდში მედგა. ეს არასდროს დამავიწყდება”–დაწერა კლინტ დემპსიმ.