კურტუა და ნავასი მატჩებს გაინაწილებენ

კურტუა და ნავასი მატჩებს გაინაწილებენმადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიან ლოპეტეგიმ განაცხადა რომ კეილორ ნავასი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში კი რეალის კარს ტიბო კურტუა დაიცავს.
ეს ინფორმაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კურტუას ყიდვა რეალს დიდიხანია სურდა და ის უპირობო პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო.
როგორც ჩანს ლოპეტეგი კეილორ ნავასსაც ენდობა, მიუხედავად იმისა რომ ამ უკანასკნელმა ატლეტიკოსთან მატჩში 4 გოლი გაუშვა.