ლენონის და მაკარტნის შვილებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს

ლენონის და მაკარტნის შვილებმა ერთობლივი ფოტო გადაიღესლეგენდარულ ჯგუფის Beatles-ის წევრების, ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის შვილებმა შონმა და ჯეიმსმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გაავრცელეს.

ფოტო Instagram-ზე შონ ონო ლენონმა გამოაქვეყნა. შონი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შვილია. ჯეიმსი კი პოლ მაკარტნის ერთადერთი ვაჟია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ფოტოს 2 დღეში 40 200-ზე მეტი მოწონება აქვს.

იმედინიუსი