მალხაზ მაჩალიკაშვილი: „არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა“

მალხაზ მაჩალიკაშვილი: „არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა“არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგია. „დღეს მე პირველად ამ ვიდეოს არსებობა გავიგე თქვენგან. მე ისე გავიგე, ვითომ ეს იყო ჩეჩნური ჯგუფისგან გავრცელებული ვიდეო, მერე მითხარით, რომ ეს ვიდეო არსებობდა და გაირკვა, რომ ქართული ჯგუფისგან იყო შექმნილი. არ მგონია, ეს „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან იქ თემირლანი არ იქნებოდა. გუმაშვილების ბინას გვანახებენ, ლაფანყურის სპეცოპერაციას. საუბარია ორ მოკლულ მებრძოლზე, აქედან ერთი მოკლული კი არ არის, ციხეშია. ხეობაში ყველამ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სოციალურ ქსელში ჯგუფი „Islam Stacy” აღარ იძებნება. აღნიშნულ ვიდეოსთან მიმართებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ISIS-ის ქართული დაჯგუფების სახელით მუქარის შემცველი ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.
„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.