“მამა ყვიროდა, ბავშვი ზევით არისო” –  24 წლის გმირი მაშველი, ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა

"მამა ყვიროდა, ბავშვი ზევით არისო" -  24 წლის გმირი მაშველი, ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინადღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.
ალექსანდრე 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ის 19 წლიდან ხალხის სამსახურშია.
თვითმხილველთა თქმით, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე დროულად მისულმა მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.

“ძალიან შავი ბოლი იყო როდესაც მივედით, მაგრამ მოვახერხეთ ბავშვების გამოყვანა.

მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვო. დედასთან ერთად იყო,დედა ტიროდა შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო.

ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს” – ამბობს ალექსნდრე “ნიუპოსტთან” საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, ალექქსანდრე შუკვანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პატარა საცხივრებელიდან უვნებლად გამოიყვანა. არც პატარას და არც კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.