მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულახორვატიის ნაკრების ლიდერმა მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მანჯუკიჩს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მან თქვა რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო:
”ამ საკითხზე დიდიხანია ვფიქრობ და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. მოვიდა დრო რომ ნაკრებს დავემშვიდობო და აქცენტი საკლუბო კარიერაზე გავაკეთო”–განაცხადა მანჩუკიჩმა.
შეგახსენებთ რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მანჩუკიჩი ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა, სადაც ის საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.