მარნეულში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

მარნეულში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩომარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მოზარდმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.