მერკელი – ”ჯერჯერობით არსებული ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ”

მერკელი - ”ჯერჯერობით არსებული ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ”გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს. როგორც ანგელა მერკელმა ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განცხადა, გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე:

“რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ სწორედ ამიტომ ვართ აქ. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

ჯერჯერობით ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს. ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. მე ჩვენს ქვეყნებს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ,“ – განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა.

ნიუპოსტი