მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა…”

მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა..."„რუსული პროპაგანდა ცდილობს, მათ შორის, ადგილობრივი დამქაშების ხელით,ჩვენი მეხსიერების ჩიპის გამოცვლას” – აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროპაგანდას, რითაც ის ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო ინტერვენციის გამო პასუხისმგებლობას, წარმატები ეხმარება ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ამავე პროპაგანდის გავრცელებაში აქტიურად ეხმარება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რუსეთის მსგავსად ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„რუსეთი ავრცელებს, რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტების საქართველოში მაგალითად სალომე ზურაბიშვილი. კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლება ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე. წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას. ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველოს საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან. არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით, რომლის თანახმადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი. მიდის რუსული თამაში და საბოოლოოდ უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები. საქართველო აუცილებლად გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების წინაშე,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.