მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარამსოფლიოს პატრიარქმა ბართლომე პირველმა სტამბულში, ფანარის რაიონში მდებარე რეზიდენციაში რუსეთის პატრიარქი კირილი მიიღო და განუცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) აღიარა.ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.in ავრცელებს.

“მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია, უფრო მეტიც ,სოფლიო პატრიარქმა რუსეთის მხარეს განუცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” – წერს გამოცემა.

რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეისათვის მსოფლიოში 15 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია არსებობს.

ნიუპოსტი