მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდამუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მუსა ხანგოშვილს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა ედება ბრალად.

ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებული ხანგოშვილი ბრალს არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან მისი ოჯახის წევრებიც.

რუსთავი 2