ნიკოლა კალინიჩი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა

ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდამადრიდის “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ კლუბმა “მილანიდან” ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი დაიმატა.

“როხიბლანკოს” აღნიშნული გარიგება 15 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელს კი 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ახლა დიეგო სიმეონეს განკარგულებაში ერთბაშად რვა ფორვარდია.

“ვანდა მეტროპოლიტანოს” ბინადრები, სავარაუდოდ, შეელევიან კევინ გამეიროს, რომელიც “ვალენსიაში” უნდა გადაბარგდეს.

რაც შეეხება კალინიჩს, ის “როსონერიში” გასულ ზაფხულს ფლორენციის “ფიორენტინადან” გადაბარგდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და 31 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი შეაგდო.

სპორტალი