რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ ქალიშვილს ელეი – „კიდევ ერთ გოგონას გავაჩენ…“

რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ ქალიშვილს ელეი – „კიდევ ერთ გოგონას გავაჩენ…“ნათია დუმბაძემ მცირე ხნის წინ აშშ-ში იმშობიარა, სადაც მისი მეუღლე, ბაჩო ბატატუნაშვილი ცხოვრობს. წყვილს მეორე შვილი შეეძინა, პირველი ბიჭი, დუდუ ჰყავთ. როგორც ნათია აღნიშნავს, გოგონას დედობამ ძალია გამოასწორა და ყველა მავნე ჩვევაზე უარი ათქმევინა.

როგორი შეგრძნებაა გოგოს დედობა?

ნათია დუმბაძე:

უფრო სხვანაირი შეგრძნებაა, პირველი სხვა იყო, ახლა სხვაა. ათი წლის წინ შემეძინა პირველი შვილი, 19 წლის ვიყავი, პატარა და უფრო ვერ ვგრძნობდი. ამ ჯერზე მარტო ვიყავი, ერთი თვე სულ მარტო გავატარე ელეისთან ერთად და უფრო შევიგრძენი მასთან ერთად ყოფნის სიტკბო.

სახელი ვინ შეურჩია?

ეს არის ქალაქის სახელი, სადაც დაიბადა, ლოს ანჯელესი. ეს მეუღლემ მოიფიქრა, მე არა. ელენესთან ასოცირებული სახელია და დავარქვით ელეი. მეც ძალიან მომეწონა ეს სახელი.

რატომ დაიბადა ლოს ანჯელესში?

იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ცხოვრობს და მუშაობს იქ და გადავწყვიტეთ, მეორე შვილი იქ გაგვეჩინა და ბავშვი ყოფილიყო ამერიკელი (იღიმის).

როდის გაემგზავრე?

როცა შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, იქამდე ვმუშაობდი, არ მქონდა დეკრეტული და როგორც კი ავიღე, გავფრინდი. იქ ვიმშობიარე, ერთი თვე გავჩერდი და მერე ჩამოვიყვანე.

როგორი სამედიცინო მომსახურება მიიღე?

ქართველი ექიმებიც არ ჩამორჩებიან, მინდა გითხრა. განსხვავება უფრო ჰოსპიტალებშია, ექიმებით აქაც კმაყოფილი ვარ, როგორც ეს შვიდი თვე გამატარებინეს. აშშ-ში ჩემს მშობიარობაზე ექვსი მთავარი ექიმი ერთად შემოცვივდა, ეს იყო განსხვავება, ბუნებრივად ვიმშობიარე.

ფორტუნა