რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც მას ბაიერნიდან წასვლა სურდა. ლევანდოვსკის თქმით ის ბაიერნში თავს მარტოსულად გრძნობდა და გუნდი მას სათანადოდ არ ეხმარებოდა:
”ერთი პერიოდი ცუდად ვთამაშობდი და მაშინ ბაიერნის მხრიდან თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ ამ გუნდიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ამჟამად სხვა სიტუაციაა და მინდა რომ ბაიერნთან ერთად მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწიო”– განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
პოლონელმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა რომ მომავალ სეზონში ის უფრო მეტად მოტივირებული იქნება.