რუსი გენერლის მიერ შეკვეთილი მკვლელობა – ვინ არის პატიმარი, რომელმაც გუგეშაშვილს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა

რუსი გენერლის მიერ შეკვეთილი მკვლელობა - ვინ არის პატიმარი, რომელმაც გუგეშაშვილს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდათადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა მისი შვილის მკვლელობის შესახებ ივლისის თვეში „ნიუპოსტს“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, დოდო გუგეშაშვილი აცხადებდა, რომ მის ადვოკატს, გელა ნიკოლეიშვილს ერთ-ერთმა პატიმარმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. თუმცა დოდო გუგეშაშვილს პატიმრის ვინაობა არ დაუსახელებია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს პატიმარი რამაზ მარგოშვილია, აღნიშნული ინფორმაცია დღეს „კურიერმა“ გაავრცელა. პატიმარი, რომლის ვინაობასაც გუგეშაშვილი არ აკონკრეტებს, ამტკიცებს, რომ გუგეშაშვილის მკვლელობა მას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თურქეთში ერთ-ერთი რუსი გენერლის დავალებით დაუკვეთეს.

მარგოშვილი, რომელიც ახლა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სასჯელს იხდის, გასულ წელს თურქეთში მართლაც იმყოფებოდა.

კურიერის ინფორმაციით, მარგოშვილმა დოდო გუგეშაშვილის ადვოკატს მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გლდანის ციხეში შეხვედრის დროს მიაწოდა.

კურიერის ინფორმაციით, რამაზ მარგოშვილი რუს გენერალსა და მას შორის შუამავალსაც ასახელებს. მარგოშვილის გამოკითხვა გლდანის ციხეში უახლოეს დღეებში იგეგმება. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებაში უკვე დაკითხეს დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატიც.