”რუსის ჯარს ფიანდაზებით შეხვდებით, გამაგებინეთ, რატომ უნდა აგირჩიოთ” – სალომე ზურაბიშვილს ზესტაფონში დაუპირისპირდნენ

”რუსის ჯარს ფიანდაზებით შეხვდებით, გამაგებინეთ, რატომ უნდა აგირჩიოთ” - სალომე ზურაბიშვილს ზესტაფონში დაუპირისპირდნენზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა.

ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა.

„იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა.

მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ესახება კანდიდატს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.

“ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ აგირჩიოთ საერთოდ… ახლა გამაგებინეთ, რატომ აგირჩიოთ” – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

რუსთავი 2