რუსთავში მაშველებმა მტკვრიდან 3 მოქალაქე გამოიყვანეს

რუსთავში მაშველებმა მტკვრიდან 3 მოქალაქე გამოიყვანესრუსთავში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 3 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ, მოქალაქეები თევზაობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რუსთავი 2