საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია დაკავებული

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია დაკავებულისაბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

დაკავებულის მეზობლების თქმით, ის საბერძნეთში ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სულ დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი აიყვანეს. გამოძიება დაკავებულებს ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით სულ მცირე 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.

ნიუპოსტი