სასტიკი მკვლელობა ვარკეთილში – 41 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

სასტიკი მკვლელობა ვარკეთილში - 41 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია20 დღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, სამართალდამცავებმა 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობისა და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტზე 29 წლის ცოტნე გოგობერიშვილი დააკავეს.

ვარკეთილში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა.

ცნობილია, რომ მკვლელობისა და დაჭრის შემდეგ, ბრალდებულმა მოკლული მამაკაცის ცოლი გაიტაცა და გაიქცა, შემდეგ კი ქალი დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო.

გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის თვალწინ მოკლეს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელსაც მეზობელი შეესწრო, რომელიც შემთხვევისას მხარის არეში დაიჭრა.

კონფლიქტის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.