სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Kokpit.Aero ავრცელებს.
ინციდენტი სადგომზე მანევრირების დროს მოხდა.
ავიაკომპანია Royail Air Maroc-ის კუთვნილი Boeing 787 Turkish Airlinesის კუთვნილ Boeing 777-ს ფრთით წამოედო. Maroc-ის თვითმფრინავი ტერმინალის გასწვრივ მოძრაობდა, თურქული ლაინერი კი გასასვლელში მგზავრების მგზავრთა ჩასხდომას ელოდებოდა.
ორივე თვითმფრინავი დაზიანდა. მათ სპეციალისტები შეამოწმებენ. Boeing 787 კასაბლანკაში უნდა გაფრენილიყო, Boeing 777 კი – ათენში.
დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
იმედინიუსი